Accentnews.ge
უკრაინა ანდრეევკასა და ბრუსკინსკოესთან მტრის პოზიციების განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინა ანდრეევკასა და ბრუსკინსკოესთან მტრის პოზიციების განადგურების შესახებ იუწყება

12/08/2022 05:39:13 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონი ოლქში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

მისი ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში ერთ დღეში 19 რუსი დამპყრობელი, ოთხი ერთეული ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ავიაციამ მტერს ორი დარტყმა მიაყენა, კერძოდ ოკუპანტების დასაყრდენ პუნქტს ანდრეევკას მახლობლად და მტრის ძალებსა და აღჭურვილობას ბრუსკინსკოესთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S