Accentnews.ge
მედვედევი, პუტინის დავალებით, ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა

მედვედევი, პუტინის დავალებით, ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა

11/08/2022 19:23:16 მსოფლიო

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილს ეწვია და ვლადიმირ პუტინის დავალებით, უსაფრთხოების შეხვედრა გამართა.

"ხუთშაბათს მე ვესტუმრე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, სადაც შევხვდი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, ლეონიდ პასეჩნიკს და დენის პუშილინს,"-წერს ტელეგრამის არხში დმიტრი მედვედევი.

მისი თქმით, ამ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის პროკურორი იგორ კრასნოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი და სხვები.

შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობა წარმოადგენდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S