Accentnews.ge
„უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 13 ათასამდე ბელარუსი ჯარისკაცი დათანხმდა“

„უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 13 ათასამდე ბელარუსი ჯარისკაცი დათანხმდა“

11/08/2022 18:14:51 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსი ჯარისკაცების შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გავრცელდა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე თანხმობა შესაბამისი ხელმოწერით 13 000-მდე ბელარუსმა მოქმედმა და ყოფილმა სამხედრომ განაცხადა.

„მათი მთავარი მოტივი მატერიალურ–ფინანსურია. ამას იდეოლოგიური საკითხი არ განაპირობებს“, - განაცხადა გრომოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი ბელარუსის სამხედრო ბაზებზე უცხოელ მებრძოლებს იწვევს. კერძოდ, 3 აგვისტოს მოჩულიშეს აეროდრომზე, რომელიც მინსკის რეგიონში მდებარეობს, რუსეთის ფედერაციის, ვიეტნამის, უზბეკეთის, კამერუნის, ლაოსის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, სირიისა და მალის პირველი უცხოური დანაყოფები ჩავიდნენ:

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ შეიქმნას აგრესორის ე.წ. საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სურათი. 2022 წლის „საერთაშორისო არმიის თამაშებში“, რომელიც 13-დან 21 აგვისტომდე არის დაგეგმილი, 37 ქვეყნის წარმომადგენელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. შეუძლებელია ვიცოდეთ ბელარუსის ტერიტორიაზე ე.წ. თამაშების გამართვის რეალური მიზანი. დავსვათ კითხვა: რატომ უნდა ჩატარდეს ეს თამაშები მაინცდამაინც უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე რამდენიმე დღით ადრე? წინასწარი შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ განხორციელდეს დივერსია, რომელსაც მოჰყვება მსხვერპლი უცხოელ ჯარისკაცებს შორის. მიზანი აღნიშნულ ქმედებაში უკრაინის დადანაშაულება იქნება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S