ყაზახეთში პირი „Z“ სიმბოლოს გამოყენებისთვის დააკავეს
11/08/2022 17:03:42 მსოფლიო
ყაზახეთის ყარაგანდას ოლქის ქალაქ სარანის სასამართლომ შვიდი დღით დააკავა ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ობელისკის მახლობლად მდებარე ტანკ-ძეგლის კოშკზე Z ნიშანი დადო,– ამის შესახებ ადგილობრივი მედია სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მას ბრალი წვრილმანი ხულიგნობაში ედება.
სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, 54 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.
Z ითვლება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სიმბოლოდ. ის ხშირად გამოიყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის.


