Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი უკრაინას მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

11/08/2022 12:33:36 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ბენ უოლესის განცხადებით, ბრტანეთი უკრაინას მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემებს (MLRS) გაუგზავნის.

"ბრიტანეთი ასევე მისცემს მნიშვნელოვან რაოდენობას ზუსტი მართვადი M31A1 რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებული სამიზნეებისთვის დარტყმა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას რუსული მძიმე არტილერიისგან თავდაცვა გააგრძელოს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უოლესი ნატო-ს ჩრდილოეთ ქვეყნებთან კონფერენციას ატარებს, რათა განიხილონ უკრაინის შემდგომი გრძელვადიანი მხარდაჭერა წვრთნების, აღჭურვილობისა და დაფინანსების საკითხებში.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები დაიწყებენ სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლამდე და მის შემდგომ, რამდენადაც საჭირო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S