Accentnews.ge
შვეიცარიის არმიის ვერტმფრენები მწყურვალი ცხოველებისთვის ალპურ მდელოებზე წყალს ასხამენ

შვეიცარიის არმიის ვერტმფრენები მწყურვალი ცხოველებისთვის ალპურ მდელოებზე წყალს ასხამენ

11/08/2022 12:29:22 მსოფლიო

შვეიცარიის არმიის ვერტმფრენები მწყურვალი ცხოველებისთვის – ღორებისთვის, ძროხებისთვის და თხებისთვის ალპურ მდელოებზე წყალს ასხამენ. შესაბამისი თხოვნით ხელისუფლებას ფერმერებმა გვალვის გამო მიმართეს.

ოპერაცია ამჟამად 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ჩართულია "Super Puma"–ს ტიპის ვერტმფრენები.

მსგავსი ღონისძიება ასევე განხორციელდა 2015 და 2018 წლების გვალვების დროს.

სპეციალისტების განცხადებით, გლობალური დათბობის პირობებში, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ასეთი მისია მომავალში უფრო გახშირდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S