Accentnews.ge
გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების შეჩერების წინააღმდეგია

გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების შეჩერების წინააღმდეგია

11/08/2022 12:00:08 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების შეჩერების წინააღმდეგია. ამის შესახებ მან დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„ეს პუტინის ომია და ამიტომ, ჩემთვის მძიმეა ამ იდეას დავთანხმდე“, - აცხადებს შოლცი.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება პერსონალურ სანქციებზე იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვში გადაწყვეტილებების მირების პროცესებში არიან ჩართულნი.

„ჩვენ ამას კვლავ განვაგრძობთ“, - აღნიშნა კანცლერმა.

თუმცა იგი გაუმართლებლად მიიჩნევს სადამსჯელო ზომებს რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ.

მისი შეფასებით, ასეთი აკრძალვა შეარბილებს სანქციების ეფექტურობას, თუკი ისინი მიმართული იქნება ყველას, მათ შორის, უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S