დანია უკრაინას დამატებით 110 მილიონ ევროს გადასცემს
11/08/2022 11:21:04 მსოფლიო
დანიის პრემიერ–მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა, რომ დანია უკრაინას "იარაღის, აღჭურვილობისა და სწავლებისთვის" კიდევ 110 მილიონი ევროს (113,7 მილიონი აშშ დოლარი) ფინანსურ დახმარებას გადასცემს.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს შევთანხმდებით უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ დახმარებაზე და რა თქმა უნდა, დანია მზადაა შეასრულოს მისი მოვალეობები", – განაცხადა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე.
კოპენჰაგენში უკრაინის მხარდასაჭერად ჩრდილოეთ ევროპის მოკავშირეების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც 26 ქვეყანა მონაწილეობს.
დელეგაციებს წარმოადგენენ თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები, მოადგილეები ან სხვა ოფიციალური პირები.


