Accentnews.ge
Bloomberg – რუსეთმა სირიიდან იარაღი სანქციების გვერდის ავლით გაიტანა

Bloomberg – რუსეთმა სირიიდან იარაღი სანქციების გვერდის ავლით გაიტანა

11/08/2022 09:59:42 მსოფლიო

ივლისის ბოლოს რუსეთმა სირიიდან იარაღი და სამხედრო ტექნიკა სანქციების გვერდის ავლით გაიტანა. კრემლმა გვერდი აუარა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სამხედრო გემების მოძრაობის აკრძალვას, რომელიც თურქეთმა დააწესა უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყების შემდეგ.

სავაჭრო გემმა Sparta II, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფ კომპანია „ობორონლოგისტიკას“ მფლობელობაშია, მშვიდად გაიარა ბოსფორში და სირიის პორტ ტარტუსიდან ნოვოროსიისკში ჩავიდა. მასზე მინიმუმ, 11 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო განთავსებული.

გამოცემის ცნობით, Sparta II აშშ-ის სანქციების სიაშია.

გემების მეთვალყურეობის სისტემა MarineTraffic-ს უკანასკნელი მონაცემებით, Sparta II ნოვოროსიისკის პორტში ამ დრომდე იმყოფება.

Bloomberg-ს წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა სავაჭრო ხომალდები შავ ზღვაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადასატანად თურქეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად. თურქეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ გემის შემოწმება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ეჭვი, რომ ის კანონს არღვევს. თეთრ სახლს ამ ვითარებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S