ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა
11/08/2022 09:44:31 მსოფლიო
ლატვიის პარლამენტმა რუსეთი "ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ" გამოაცხადა.
ლატვიის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 აგვისტოს სეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც "რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ", ხოლო "უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები ტერორიზმად" არის აღიარებული.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ძალადობის გამოყენების გზით ცდილობს.


