Accentnews.ge
"ყირიმისა და ბელარუსის სამხედრო აეროდრომებზე ავარიების ეპიდემია რუსმა სამხედროებმა გაფრთხილებად უნდა ჩათვალონ"

"ყირიმისა და ბელარუსის სამხედრო აეროდრომებზე ავარიების ეპიდემია რუსმა სამხედროებმა გაფრთხილებად უნდა ჩათვალონ"

11/08/2022 09:28:51 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუს სამხედროებს მოუწოდებს უკრაინა დატოვონ.

„ყირიმისა და ბელარუსის სამხედრო აეროდრომებზე ტექნიკური ავარიების ეპიდემია რუსმა სამხედროებმა გაფრთხილებად უნდა ჩათვალონ: დაივიწყეთ უკრაინა, გაიხადეთ ფორმა და წადით. ვერც ოკუპირებულ ყირიმში და ვერც ოკუპირებულ ბელარუსში თავს დაცულად ვერ იგრძნობთ. კარმა სადმე მაინც მოგძებნით“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის დასავლეთ ნაწილში მდებარე „საკის“ სამხედრო აეროდრომზე სამშაბათს რამდენიმე აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. გამოცემა Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები დგას. ამასთან, დღეს ბელარუსში „ზიაბროვკას“ აეროდრომზე აფეთქებების ხმა გაისმა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ინციდენტის მიზეზი „ტექნიკის ერთ-ერთი ერთეულის“ აალება გახდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S