მოსკოვის სიახლოვეს დედაქალაქის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყაზარმა დაიწვა
11/08/2022 09:05:22 მსოფლიო
მოსკოვის სიახლოვეს, დოლგოპრუდნოეში ღამით რუსეთის დედაქალაქის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყაზარმა დაიწვა.
ხანძარი ჯამში 1,2 ათას კვ. მეტრზე მეტ ფართს მოედო, - იუწყება ТАСС-ი. მისივე ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოცემა Baza-ს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ღია წყაროების მონაცემებით, სამხედრო ნაწილი, რომელშიც ინციდენტი მოხდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 დივიზიას ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ ჰაერსაწწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო არმიას განეკუთვნება. მის შეიარაღებაშია სხვადასხვა მოდიფიკაციების სარაკეტო კომპლექსები С-400 და С-300.
ადრე სამხედრო ქალაქთან რადიოლოკაციის სადგური "А-100Б"-ც იყო განთავსებული.


