Accentnews.ge
შვეიცარია მზადაა, რუსეთში უკრაინის დიპლომატიური ინტერესები წარმოადგინოს

შვეიცარია მზადაა, რუსეთში უკრაინის დიპლომატიური ინტერესები წარმოადგინოს

11/08/2022 08:01:12 მსოფლიო

შვეიცარია და უკრაინა შეთანხმდნენ შესაძლებლობაზე, რუსეთში უკრაინის ინტერესები შვეიცარიის დიპლომატიური მისიის მეშვეობით განხორციელდეს. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა მიკელ შტაინერმა განაცხადა. თუ წინადადებას მოსკოვიც გაიზიარებს, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში ვიზების აღება შვეიცარიის საელჩოებსა და საკონსულოებში შეეძლებათ. უკრაინელი დიპლომატები კი, შვეიცარიის შუამავლობით, რუსეთში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარებას შეძლებენ.

შვეიცარია ასევე მზადაა, უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მასპინძელი ქვეყანა გახდეს.

უკრაინა-შვეიცარიის ერთობლივი ინიციატივის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვეიცარიასთან ამ საკითხზე კონტაქტი არ აქვს. უწყებამ დაამატა, რომ არაა მზად იმ ქვეყნების შუამავლობის საკითხი განიხილოს, რომლებიც მის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არიან მიერთებული.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრის შემდეგ გაწყვიტა. 1 ივლისს უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. უცნობია, რომელმა დიპლომატიურმა ორგანოებმა უნდა გასცენ ვიზა ან გასწიონ საკონსულო მომსახურება. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების გადაყვანას ძალადობად აფასებს და დეპორტაციასთან აიგივებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S