"რუსებთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები ისხდებიან"
11/08/2022 07:58:33 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პარტნიორები ისხდებიან.
„მინდა გითხრათ, რომ რუსებთან მოლაპარაკების შანსის გაჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები ისხდებიან, რადგან რუსებთან საუბარს და „მინსკი-3-ის“ მიღებას არანაირი აზრი არ აქვს", - განაცხადა მან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმი ჩატარდება, უკრაინა აღარანაირ მოლაპარაკებებზე აღარ ისაუბრებს.


