Accentnews.ge
არესტოვიჩის პროგნოზით, უკრაინაში ომი კიდევ 1 წელიწადს გაგრძელდება

არესტოვიჩის პროგნოზით, უკრაინაში ომი კიდევ 1 წელიწადს გაგრძელდება

11/08/2022 07:00:35 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის პროგნოზით, უკრაინაში ომი კიდევ 1 წელიწადს გაგრძელდება.

"თუ საუბარი სრულ დეოკუპაციაზეა, უკრაინაში ომი შესაძლოა, საკმაოდ გრძელი ამბავი იყოს და გაგრძელდეს მომავალი წლის ზაფხულამდე", – განაცხადა მან ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთს მოლაპარაკების დაწყება სურს და დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე ჩართოს ამაში უკრაინა.

„საუბარია არაა კაპიტულაციაზე, კაპიტულაციაზე მარტშიც არ იყო ლაპარაკი, მათ ნეიტრალური სტატუსი სურთ (არ შევიდეთ ნატოში), მყარად სურთ ყირიმი და დონბასი, მზად არიან, ხერსონი დათმონ, 100 %-ით ვარ დარწმუნებული და სანქციების მოხსნაც ძალიან უნდათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა და დასძინა, რომ ამაზე უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება.

არესტოვიჩს ხშირად ეკითხებიან ომის დასრულების ვადებზე. მისი პროგნოზი ცვალებადია - ივნისში ის ვარაუდობდა, რომ ომი 2.5 წელს გაგრძელდება, მაისში ამბობდა, რომ რამდენიმე თვეში დასრულდება. პროგნოზების გაუმართლებლობის მიზეზად არესტოვიჩი „რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების იდიოტიზმს“ ასახელებს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S