მედია - ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა
11/08/2022 06:34:09 მსოფლიო
ბელარუსში „ზიაბროვკას“ აეროდრომზე აფეთქებების ხმა გაისმა. სხვადასხვა ინფორმაციით, ოთხიდან რვამდე აფეთქება მოხდა.
აეროდრომი უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელარუსის ქალაქ გომელის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ივლისში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბელარუსის „ზიაბროვკას“ აეროდრომი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა.
ბელარუსის თავდაცვის უწყება მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ აალება ტექნიკის ძრავის გამოცვლის დროს მოხდა.


