Accentnews.ge
"თუ რუსეთს 43 000-მდე დაღუპული რუსი ჯარისკაცი ვერ არწმუნებს, რომ ომიდან გამოსვლის გზები უნდა მოძებნოს, მაშინ მეტი შედეგია საჭირო"

"თუ რუსეთს 43 000-მდე დაღუპული რუსი ჯარისკაცი ვერ არწმუნებს, რომ ომიდან გამოსვლის გზები უნდა მოძებნოს, მაშინ მეტი შედეგია საჭირო"

10/08/2022 19:50:23 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "თუ რუსეთს 43 000-მდე დაღუპული რუსი ჯარისკაცი ვერ არწმუნებს, რომ ომიდან გამოსვლის გზები უნდა მოძებნოს, მაშინ მეტი შედეგია საჭირო".

"უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეპროპეტროვსკის რეგიონის დაბომბვას. რუსული ტერორის ეს მორიგი გამოვლინება ისევე, როგორც მიკოლაივსა და ხარკოვზე თავდასხმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი. რაც მეტი დანაკარგი ექნებათ ოკუპანტებს, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას. თუ თითქმის 43 000 დაღუპული რუსი ჯარისკაცი ვერ არწმუნებს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ ომიდან გამოსვლის გზები უნდა მოძებნოს, მაშინ მეტი ბრძოლაა საჭირო, მეტი შედეგია საჭირო დასარწმუნებლად", – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S