Accentnews.ge
საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

10/08/2022 19:12:42 მსოფლიო

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარია, - იუწყება Reuters.

გამოცემის ცნობით, ცეცხლმა ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. სტიქიასთან გამკლავებას 1000-მდე მეხანძრე ცდილობს, სამუშაოებში ჩართულია როგორც ავიაცია ისე სპეცტექნიკა.

ცეცხლმა 6000 ჰა ფართობი გაანადგურა და კვლავ უკონტროლოდ იწვის.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ბოლო 3 კვირაა უჩვეულოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურის გამო ტყის ხანძრებს ებრძვიან. სპეციალისტები ხანძრის გაჩენას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S