Accentnews.ge
ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

10/08/2022 18:14:15 მსოფლიო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 აგვისტოს რუსულმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე ნებართვის გარეშე გადაკვეთა.

უწყების ცნობით, MI-8 ტიპის რუსული ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

მომხდარის გამო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

უწყების ცნობით, ეს წელს მესამე შემთხვევაა, როცა რუსეთი ესტონეთის საჰაერო სივრცეს არღვევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S