"მოვუწოდებ ევროკავშირსა და "დიდი შვიდეულის" ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა"
10/08/2022 15:08:42 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირსა და "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე.
"მოვუწოდებ ევროკავშირისა და "დიდი შვიდეულის" ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, როცა ამას მოითხოვს. რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან მათ პატივისცემას", –წერს კულება სოციალურ ქსელში.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა დასავლეთს, შეწყვიტოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა.


