Accentnews.ge
ზაპოროჟიედან რადიაციული საფრთხის გამო რუმინეთმა მოლდოვას 1 მლნ აბი კალიუმის იოდიდი გადასცა

ზაპოროჟიედან რადიაციული საფრთხის გამო რუმინეთმა მოლდოვას 1 მლნ აბი კალიუმის იოდიდი გადასცა

10/08/2022 15:03:49 მსოფლიო

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციული საფრთხის გამო რუმინეთმა მოლდოვას 1 მილიონი აბი კალიუმის იოდიდი გადასცა.

მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამჟამად რადიაციული საფრთხე არ არსებობს და მოსახლეობას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნოს.

ამასთან, რუმინეთი მოსახლეობაში კალიუმის იოდიდის განაწილების მიზნით კამპანიას აწარმოებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რადგან ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან კალიუმის იოდიდით მკურნალობის მიმართ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ 6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად სადგურის გადამუშავებული ატომური საწვავის საცავის ზონაში დაზიანდა ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რომელიც რადიაციული კონტროლის სისტემის ნაწილს წარმოადგენს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სამი სენსორის მუშაობაზე. მაგრამ გადამუშავებული ბირთვული საწვავის კონტეინერებზე ან ობიექტის დამცავ პერიმეტრზე თვალსაჩინო დაზიანება არ გამოვლენილა.

ამავდროულად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები.

გროსიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.

გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S