ბრიტანეთი – რუსეთის ახალ სახმელეთო ფორმირებაში ძირითადად მოხალისეები არიან
10/08/2022 14:45:15 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთის განცხადებით, რუსეთის ახალ სახმელეთო ფორმირებაში ძირითადად მოხალისეები არიან.
როგორც დასავლური მედია წერს, ძირითადად მოხალისეთა ტიპის შენაერთების გაჩენა ხაზს უსვამს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები უკრაინის დასამორჩილებლად.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი ფორმირება სახელწოდებით „მე-3 საარმიო კორპუსი" ამჟამად განლაგებულია მოსკოვის აღმოსავლეთით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, მულინოში. მისი ცნობით, დაქირავებულ მებრძოლებს მაღალ ანაზღაურებას სთავაზობენ უკრაინაში განლაგების შემდეგ.
დასავლეთის სამხედრო ანალიტიკოსთა თანახმად, პუტინი და მისი შეიარაღებული ძალები და დაზვერვა უკრაინაში სწრაფ გამარჯვებას მოელოდნენ, რასაც ვერ მიაღწიეს.


