Accentnews.ge
უკრაინა – რუსები სარკინიგზო ხაზს, რომელიც ყირიმს სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს, ვეღარ გამოიყენებენ

უკრაინა – რუსები სარკინიგზო ხაზს, რომელიც ყირიმს სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს, ვეღარ გამოიყენებენ

10/08/2022 13:41:55 მსოფლიო

ხერსონის სამოქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის სერჰი ხლანის თქმით რუსეთის ძალებს აღარ შეუძლიათ, გამოიყენონ სარკინიგზო ხაზი, რომელიც ყირიმს სამხრეთ უკრაინის რეგიონთან, ხერსონთან აკავშირებს.

"ეს არის განშტოება, რომელიც გადიოდა კალანჩაკის, ბრილივკას გავლით ოლეშკის რკინიგზის სადგურამდე და სარკინიგზო ხიდზე ხერსონამდე. მარშრუტი იყო ყირიმიდან მელიტოპოლამდე", - განაცხადა მან.

ხლანის თქმით გუშინ განადგურდა რუსების კიდევ ერთი კოლონა აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით:

"სწორედ იქ ჰყავდათ ოკუპანტებმა სარკინიგზო მატარებლები და დაცალეს ისინი ნოვოლექსიევკას მიღმა, ჰენიჩესკის რაიონში. გუშინ განადგურდა კიდევ ერთი კოლონა აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით".

9 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ყველაზე ღრმა დარტყმა განახორციელეს. ხლანი ვარაუდობდა, რომ სამიზნე ჰენიჩესკსა და მელიტოპოლს შორის რკინიგზაზე იყო:

"ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით დადასტურებულ ინფორმაციას გენერალური შტაბიდან. აფეთქება 1,5-2 საათის განმავლობაში ისმოდა ამ რკინიგზის სადგურზე, რომელიც აკავშირებს ყირიმსა და მელიტოპოლს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S