ინდოეთი რუსული ნახშირის საფასურს აზიური ვალუტაში იხდის - Reuters
10/08/2022 13:29:20 მსოფლიო
ინდური კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ აზიურ ვალუტებს რუსული ნახშირის იმპორტისთვის, ერიდებიან ამერიკული დოლარის გამოყენებას და ამცირებენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის რისკს,– იუწყება Reuters საბაჟო დოკუმენტებსა და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მანამდე Reuters იტყობინებოდა ნახშირის ირგვლივ ინდოეთის მასშტაბური გარიგების შესახებ, რომელიც მოიცავდა ჩინური იუანით ანგარიშსწორებას, მაგრამ საბაჟო მონაცემები ხაზს უსვამს, რომ ჩვეულებრივი მოვლენა ხდება ანგარიშსწორება არა დოლარში.
„ინდოეთმა აგრესიულად გაზარდა რუსული ნავთობისა და ნახშირის შესყიდვები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ნედლეულს იღებს ნაკლებ ფასად, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან იღებდა.
ივლისში რუსეთი ინდოეთისთვის ნახშირის სიდიდით მესამე მიმწოდებელი გახდა – იმპორტი რეკორდულად გაიზარდა 2,06 მლნ ტონამდე“, - წერს სააგენტო.
ივნისში ინდოელმა მყიდველებმა მინიმუმ 742,000 ტონა რუსული ქვანახშირისთვის საფასური სხვა ვალუტაში გადაიხადეს (არა აშშ დოლარში) – , ნათქვამია საბაჟო დოკუმენტებში, რომელიც Reuters-ს წყარომ მიაწოდა.
ინდოეთის ფოლადისა და ცემენტის კომპანიებმა რუსული ნახშირი ბოლო კვირეების განმავლობაში იყიდეს არაბეთის გაერთიანებული საემიროების დირჰამში, ჰონგ–კონგის დოლარში, ჩინურ იუანში – ნათქვამია საბაჟო დოკუმენტებში, რომელსაც სააგენტო გაეცნო.
ივნისში რუსულ ქვანახშირზე გადახდების 31% იუანმა შეადგინა, ჰონგ–კონგის დოლარმა კი – 28%. წყაროს ცნობით, ევრო მეოთხედზე ნაკლები იყო, არაბეთის გაერთიანებული საემიროების დირჰემი კი დაახლოებით, მეექვსედი გახლდათ.
ინდოეთის შესაბამის უწყებებში ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.


