Accentnews.ge
უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად დანია ბრიტანეთში სამხედრო ინსტრუქტორებს გზავნის

უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად დანია ბრიტანეთში სამხედრო ინსტრუქტორებს გზავნის

10/08/2022 12:06:44 მსოფლიო

უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად დანია ბრიტანეთში სამხედრო ინსტრუქტორებს გზავნის. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მისი ცნობით, ქვეყანა ასევე მზადაა, უკრაინელებს სწავლებები დანიის ტერიტორიაზეც ჩაუტარონ.

„დანია 130 დანიელი სამხედროთი მხარს დაუჭერს ბრიტანეთის მიერ საწვრთნელ პროექტს და ამავდროულად, შესთავაზებს უკრაინელი სამხედროების დანიაში გაწვრთნასაც“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ხვალ კოპენჰაგენში უკრაინის ხანგრძლივად მხარდაჭერის საკითხზე, შეხვედრას გამართავენ სამი ქვეყნის, ბრიტანეთის, დანიისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები, რომლებიც წვრთნების, ტერიტორიების განაღმვისა და შეიარაღების თაობაზე იმსჯელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S