Accentnews.ge
მედია – ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს

მედია – ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს

10/08/2022 12:01:50 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი 10 აგვისტოს ფიცის ქვეშ დაკითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაურკვეველია, უპასუხებს თუ არა ტრამპი კითხვებს, თუ თავს დაიცავს მეხუთე შესწორების უფლებით დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემისას.

ტრამპის ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ტრამპის ჩვენება ემთხვევა ნიუ-იორკის შტატის ხანგრძლივი გამოძიების დასასრულს იმის თაობაზე, მოატყუა თუ არა ტრამპის ორგანიზაციამ კრედიტორები, დაზღვევის წარმომადგენლები და საგადასახადო ორგანოები მათთვის შეცდომაში შემყვანი ფინანსური ანგარიშგების მიწოდებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S