Accentnews.ge
„დაზარალებულთა სიაში მაკო გომურის არყოფნა გულწრფელად გეტყვით, მეც გამიკვირდა“

„დაზარალებულთა სიაში მაკო გომურის არყოფნა გულწრფელად გეტყვით, მეც გამიკვირდა“

08/10/2019 17:14:47 ციტატა

„დღეს პრემიერმაც გააკეთა ამაზე განცხადება. გულწრფელად გეტყვით, მეც გამიკვირდა. თუმცა დღეს როდესაც განმარტებები გაკეთდა, გავიგეთ, რომ ეს პროცესი მიდის“

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა. 

ცნობისთვის: საია-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილეა დაზარალებულად ცნობილი, თუმცა მათ შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ შემდეგი განაცხადა: „დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომურს დაზარალებულად სცნობენ“.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S