Accentnews.ge
ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური დაზიანებულია, რადიაცია ნორმაშია - IAEA

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური დაზიანებულია, რადიაცია ნორმაშია - IAEA

10/08/2022 09:46:36 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომული ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიადგა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ 6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად სადგურის გადამუშავებული ატომური საწვავის საცავის ზონაში დაზიანდა ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რომელიც რადიაციული კონტროლის სისტემის ნაწილს წარმოადგენს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სამი სენსორის მუშაობაზე. მაგრამ გადამუშავებული ბირთვული საწვავის კონტეინერებზე ან ობიექტის დამცავ პერიმეტრზე თვალსაჩინო დაზიანება არ გამოვლენილა.

ამავდროულად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები.

გროსიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.

გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S