პოლიციამ პარიზის აეროპორტში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოკლა
10/08/2022 09:43:45 მსოფლიო
10 აგვისტოს საფრანგეთის პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი მოკლა, რომელიც პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში აგრესიულად იქცეოდა.
მოკლული აღმოჩნდა უსახლკარო, რომელიც აეროპორტის უშიშროებისა და პოლიციის თანამშრომლებს ემუქრებოდა.
პოლიცია ტერორიზმთან რამე კავშირს გამორიცხავს.


