Accentnews.ge
რუსი სამართალდამცველები რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის მარინა ოვსიანნიკოვას ბინაში ჩხრეკას ატარებენ

რუსი სამართალდამცველები რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის მარინა ოვსიანნიკოვას ბინაში ჩხრეკას ატარებენ

10/08/2022 08:44:55 მსოფლიო

პოლიცია რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის მარინა ოვსიანნიკოვას ბინაში ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ ოვსიანნიკოვამ გამოცემა OVD-Info-ს განუცხადა.

ოვსიანნიკოვას ადვოკატის დიმიტრი გრაბატოვის განცხადებით, რომელიც ჩხრეკის ადგილას გაემგზავრა, სამართალდამცავები მის მისვლას არ დაელოდნენ და სახლში შეიჭრნენ. მისივე თქმით, ძიება მიმდინარეობს მუხლით "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შესახებ."

რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა, რომელმაც მარტში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, პოლიციამ დააკავა.კერძოდ, ოვსიანნიკოვამ ერთკაციანი პიკეტი მოაწყო კრემლის ფონზე პლაკატით, რომელზეც ეწერა „პუტინი მკვლელია“. პლაკატზე ეწერა ასევე უკრაინაში ბავშვების სიკვდილის შესახებ. მაშინ ის არ დაუკავებიათ.

ამის შემდეგ რუსეთის სასამართლომ სამჯერ დააჯარიმა მარინა ოვსიანნიკოვა. პირველად მას 30 ათასი რუბლის გადახდა დაეკისრა "გაუფრთხილებლად საჯარო ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარების" გამო.ივლისში პოლიტიკოს ილია იაშინისთვის აღკვეთის ღონისძიების არჩევის დროს ბასმანის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისთვის სასამართლომ ოვსიანნიკოვას 50 ათასი რუბლის გადახდა დაავალა. იგი დამნაშავედ ცნეს არმიის დისკრედიტაციაში. შემდეგ ოვსიანნიკოვამ ომს "XXI საუკუნის ყველაზე საშინელი დანაშაული" უწოდა."

იმავე ბრალდებით, ამჯერად მისი ფეისბუკის პოსტის გამო, 8 აგვისტოს სასამართლომ ოვსიანნიკოვა 40 ათასი რუბლით დააჯარიმა.

კანონები ყალბი ინფორმაციების (ფეიკების) გავრცელებისა და არმიის დისკრედიტაციის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში სამხედრო შეჭრიდან მალევე მიიღო. ყალბი ცნობების გავრცელება ისჯება 15 წლამდე პატიმრობით. ჯარის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება თავიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება; დანაშაულის განმეორებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S