Accentnews.ge
დღეიდან ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი რუსული ქვანახშირის შეძენას წყვეტენ, მოსკოვს ქვანახშირის გაყიდვა თითქმის განახევრებული ფასით უწევს

დღეიდან ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი რუსული ქვანახშირის შეძენას წყვეტენ, მოსკოვს ქვანახშირის გაყიდვა თითქმის განახევრებული ფასით უწევს

10/08/2022 07:40:40 მსოფლიო

10 აგვისტოდან ძალაში შევიდა აკრძალვა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტის შესახებ. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეს ზომა ევროკავშირმა აპრილში, სანქციების მეხუთე პაკეტში შეიტანა.

ამასთან, რუსულ ქვანახშირზე უარს დღეიდან დიდი ბრიტანეთიც აცხადებს.

ევროკომისიის შეფასებით, აკრძალვა რუსეთის ქვანახშირის სრული იმპორტის ერთ მეოთხედს შეეხება, რაც წელიწადში 8 მილიარდი ევროს დანაკლისს ნიშნავს.

ევროკავშირი რუსეთის ქვანახშირს სამხრეთ ამერიკული, ავსტრალიური, კოლუმბიური, ყაზახური და იუარიდან იმპორტირებულით ანაცვლებს.

ევროკავშირის მიერ რუსულ ქვანახშირზე უარის წინასწარ გაცხადების შემდეგ მოსკოვმა საექსპორტო ნაკადები ნაწილობრივ ინდოეთისა და თურქეთისკენ მიმართა. თუმცა რუსეთს ქვანახშირის თითქმის განახევრებული ფასით გაყიდვა უწევს.

წლის ბოლოსთვის ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ უარის თქმას აპირებს. გამონაკლისი მხოლოდ მილსადენით იმპორტირებული ნედლი ნავთობი იქნება.

აშშ-მა რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი მარტის დასაწყისიდან აკრძალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S