უკრაინა – უკრაინელმა სამხედროებმა ბაშტანსკის, ბერისლავსკის და ხერსონის რაიონებში რუსების საბრძოლო მასალა და სამეთაურო პუნქტები გაანადგურეს
10/08/2022 07:14:08 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთით საბრძოლო მასალა და სამეთაურო პუნქტები გაანადგურეს, ლიკვიდირებულია 35 ოკუპანტი – ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.
”ჩვენს მიერ მიყენებული 7 საჰაერო დარტყმის შედეგად მტრის ცოცხალი ძალა, იარაღი და აღჭურვილობა განადგურდა ბაშტანსკის, ბერისლავსკის და ხერსონის რაიონებში, ხერსონიდან 40 კილომეტრში კი 2 სამეთაურო პუნქტი. დღეს, დადასტურდა მტრის დანაკარგი 35 „რაშისტის“ და 6 ერთეული ჯავშანტექნიკის ჩავლით, მათ შორის T-72 ტიპის ერთი ტანკი და ერთი სამეთაურო-საკონტროლო მანქანა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მისი ცნობით, გარდა ამისა, განადგურდა საბრძოლო მასალების კიდევ ერთი საცავი ნოვოალექსეევკაში და მტრის სამეთაურო და სადამკვირვებლო პუნქტი სოფელ მაქსიმ გორკის მახლობლად.


