მედია – ყაზახეთმა საქართველოში ექსპორტი გაზარდა
10/08/2022 06:48:48 მსოფლიო
ყაზახეთმა საქართველოში ექსპორტი გაზარდა, – იუწყება astanatimes.com.
ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროს მიერ 8 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში ყაზახეთმა გაზარდა ექსპორტი $34,2 მილიარდამდე, რაც 37,2 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. მისი ინფორმაციით, ზრდა განპირობებულია საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ექსპორტის მატებით საქართველოში, კანადაში, მაროკოში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და თურქეთში.
გამოცემის ცნობით, ადგილობრივი პროდუქციის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია ყაზახეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტრო ექსპორტიორებს ფინანსურ დახმარებას უწევს გარანტიების, სუბსიდიების და დაზღვევის სახით, სხვა ღონისძიებებთან ერთად.


