ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა
10/08/2022 06:21:29 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
"ეს იქნება უფრო დიდი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მომტანი არა მხოლოდ ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ბაიდენმა
ცნობისთვის: გასულ კვირას აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა გაფართოებას თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით 95-1-ის წინააღმდეგ, რაც ორპარტიული ერთიანობის იშვიათი გამოხატულებაა ვაშინგტონში. ორივე, დემოკრატიული და რესპუბლიკელი სენატორები მტკიცედ დაეთანხმნენ ორი სკანდინავიური ქვეყნის წევრობას და აღწერდნენ მათ, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირეებს.


