რუსეთმა შესაძლოა, იარაღი სირიიდან მიიღოს კომერციული ტვირთის საფარქვეშ - Bloomberg
09/08/2022 20:01:54 მსოფლიო
უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის საწარმოებლად რუსეთს შეუძლია, იარაღის სირიიდან კომერციული გემებით შეტანა. ვინაიდან გემებს არ აქვთ სამხედროს კვალიფიკაცია, თურქეთი მათ ბოსფორის გავლით ატარებს,– წერს Bloomberg, მათ შორის ევროპულ დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით.
ივლისის ბოლოს აშშ-ის მიერ სანქცირებულმა სავაჭრო გემმა ბოსფორი გაიარა სირიიდან რუსეთისკენ მიმავალმა. ევროპული დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ამ ხომალდს Sparta II, ამბობენ, რომ მას სამხედრო მანქანები გადაჰქონდა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ამ საქმეს იცნობს, თქვა, რომ აშშ-ის მთავრობა თვლის, რომ რუსეთი სავაჭრო გემებს შავი ზღვის გავლით სამხედრო მარაგების გადასატანად იყენებდა. აღნიშნული ცნობა იმეორებს ევროპული დაზვერვის ანგარიშებს.
Sparta II– მა სავარაუდოდ, სამხედრო მანქანები გადაზიდა სირიის პორტის ტარტუსიდან, რომელსაც, დაზვერვის მონაცემებით და სატელიტური სურათების მიხედვით, რომელიც 17-25 ივლისს გამოქვეყნდა Bloomberg-ის მიერ,რუსეთი იყენებს.
გემი სირიაში დააფიქსირეს, შემდეგ ნახეს ბოსფორის გადაკვეთისას და მოგვიანებით იდენტიფიცირებულია ნოვოროსიისკში სულ მცირე 11 მანქანით.
თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც იცნობს ხსენებულ საქმეს, Bloomberg-ს განუცხადა, რომ სავაჭრო გემი შემოწმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ინფორმაცია დარღვევის შესახებ.


