Accentnews.ge
ჩინეთის მიერ სამხედრო წვრთნების წამოწყების პარალელურად ტაივანმა საარტილერიო სწავლება ჩაატარა

ჩინეთის მიერ სამხედრო წვრთნების წამოწყების პარალელურად ტაივანმა საარტილერიო სწავლება ჩაატარა

09/08/2022 14:42:46 მსოფლიო

ტაიავანის ჯარმა ჩინეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისას კუნძულის დაცვის მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში საარტილერიო წვრთნები ჩაატარა.

ტაივანის წვრთნები სამხრეთ ოლქ პინდუნში ჩატარდა. ის ერთ საათზე ცოტა ნაკლებ დროს გაგრძელდა და საკუთარ თავში საარტილერიო და სარაკეტო სროლებს აერთიანებდა.

სწავლება მოიცავდა ასობით სამხედროსა და 40-მდე ჰაუბიცის განლაგებას.

ტაივანში აცხადებენ, რომ წვრთნები 11 აგვისტოს გაგრძელდება.

ცნობისთვის: ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ვუს განცხადებით, ჩინეთი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის პროტესტის ნიშნად დაწყებულ სამხედრო წვრთნებს თვითმმართველ კუნძულზე შეჭრისთვის მოსამზადებლად იყენებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S