
სასაზღვრო პოლიცია განაახლებს AS-350B3 ტიპის შვეულმფრენს
09/08/2022 14:35:34 საზოგადოება
სასაზღვრო პოლიცია 15 807.57 ევროდ განაახლებს თავის ბალანსზე არსებულ ფრანგული წარმოების AS-350B3 ტიპის შვეულმფრენს. მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაწილებს სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვით შეიძენს რუმინული კომპანია "Airbus Helicopters Romania"-სგან,- იუწყება "რადიო თავისუფლება".
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ არჯევანიშვილის პატაკის მიხედვით, რომელიც შესყიდვის საფუძველია, AS-350 ტიპის შვეულმფრენს გეგმური, კალენდარული, ტექნიკური მომსახურების პროცესში გამოუვლინდა დაზიანება ( ნახევრად ლამინირებული საკისრების „Half Laminated Bearing“ 704A33633303 დაზიანება (რეზინის დაშუშხა) და მისი შეკეთების აუცილებლობაც ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში.
სასაზღვრო პოლიციის ვებსაიტის მიხედვით, უწყების ბალანსზე 12 შვეულმფრენი ირიცხებოდა გუდაურში MИ-8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე, რომელმაც კატასტროფა 29 ივლისს განიცადა. ავიაკატასტროფას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.