Accentnews.ge
ყირიმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ საქსკის რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა

ყირიმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ საქსკის რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა

09/08/2022 14:30:58 მსოფლიო

ყირიმის საქსკის რაიონში რუსეთის ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა ნოვოფედოროვკაში, საკის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების გამო. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS საქსკის სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„ახლა ვაფრთხილებთ მოქალაქეებს ევაკუაციის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყირიმში აფეთქებების შესახებ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია და შემხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, არ ტექნიკა დაზიანებულა. მოგვიანებით ანექსირებული ყირიმის ჯანდაცვის მინისტრმა კონსტანტინე სკორუფსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთ დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მანამდე რუსული „კომერსანტი“ ნოვოფედოროვკის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თავდასხმა მოხდა სამხედრო აეროდრომსა და საბრძოლო მასალის საცავებზე საქსკისა და ნოვოფედოროვკას მახლობლად.

„აეროდრომთან აფეთქებები იყო. პირველი აფეთქების ხმა დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გაისმა. სულ ათამდე იყო“, - განუცხადა „კომერსანტს“ წყარომ.

აეროდრომზე აფეთქებების შესახებ იუწყებოდა საქსკის რეგიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიქტორია კაზმიროვა:

„აეროდრომი გვიფეთქდება. აფეთქებებია აეროდრომზე. აქ ყველა ფანჯარა დაიმსხვრა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S