ლარი გამყარებას განაგრძობს
09/08/2022 14:02:39 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7100 ლარი ეღირება, ევრო – 2.7729 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2813 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7141 ლარი ღირდა, ევრო – 2.7662 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2835 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


