Accentnews.ge
CNN - პომპეო კომიტეტის წინაშე წარსდგება, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საკითხს იძიებს

CNN - პომპეო კომიტეტის წინაშე წარსდგება, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საკითხს იძიებს

09/08/2022 13:37:22 მსოფლიო

აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს კომიტეტის წინაშე წარსდგება, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საკითხს იძიებს, –იუწყება CNN.

მისი ცნობით, აღნიშნული ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

როგორც CNN იუწყება, კომიტეტი სავარაუდოდ, 25-ე შესწორებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

პომპეო ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს CIA-ს დირექტორად მუშაობდა და ტრამპის მმართველობის ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაც ტრამპის მტკიცე მოკავშირე და დამცველი იყო.

აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება ძალაში შევიდა 1967 წელს, პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის პოლიტიკური მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ. შესწორება განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას სხვადასხვა ვითარების გამო პრეზიდენტის მოვალეობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში.

კერძოდ, 25-ე შესწორების ნაწილი, რომელიც ეხება საპრეზიდენტო მემკვიდრეობას, საშუალებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობას ხმა მისცეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას იმის გამო, რომ მას არ შეუძლია „შეასრულოს თავისი ოფისის უფლებამოსილებები და მოვალეობები“.

კონგრესის საგამოძიებო კომიტეტი აგრძელებს მტკიცებას, რომ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი, შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S