Accentnews.ge
ბელარუსი რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს აანონსებს

ბელარუსი რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს აანონსებს

09/08/2022 11:50:39 მსოფლიო

ბელარუსი რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს აანონსებს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მომზადების ღონისძიებები ორ ეტაპად ჩატარდება. 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით - ქვეყნის ტერიტორიაზე, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით კი - აშულუკის საწვრთნელ პოლიგონსა და სასაზღვრო საჰაერო სივრცეში, რუსეთის ტერიტორიაზე.

სამხედრო საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლება ბელარუსში რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების 185-ე საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება.

თავდაცვის უწყების პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ წვრთნებში პირადი შემადგენლობა, სამხედრო სპეცტექნიკა, მათ შორის საავიაციო ნაწილები, საჰაერო თავდაცვისა და რადიოტექნიკური დანაყოფები ჩაერთვებიან, მასში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბელარუსის სამხედრო აკადემიის საბრძოლო ფორმირებები.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანი დავალებათა შესასრულებლად სამხედრო შენაერთების თავსებადობის ამაღლებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S