Accentnews.ge
ვოლკერი: „რუსეთის ომი უკრაინაში შორს არის დასრულებისგან“

ვოლკერი: „რუსეთის ომი უკრაინაში შორს არის დასრულებისგან“

09/08/2022 10:30:32 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი "შორს არის დასრულებისგან“,– ამბობს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეცწარმომადგენელი კურტ ვოლკერი.

„არავინ უნდა იყოს ზედმეტად თავდაჯერებული. ეს არის ძალიან რთული და საშიში ომი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. უკრაინამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მინდა, გამოვხატო ჩემი აღტაცება უკრაინელი ხალხის, უკრაინელი სამხედროების მიმართ. მათ აჩვენეს წარმოუდგენელი ძალა, წარმოუდგენელი შესაძლებლობები და მონდომება თავიანთი ლამაზი ქვეყნის დასაცავად. და ეს არ გაქრება. ჩვენ ვიცით, რომ შედეგად უკრაინა გადარჩება, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ევროპული დემოკრატია. ეს ეჭვგარეშეა“, - განაცხადა ვოლკერმა.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას მოუწევს „შორი გზის“ გავლა.

„რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, ჰყავს ბევრი ჯარისკაცი და ის ამას გამოიყენებს. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, დაიპყრონ ახალი ტერიტორიები, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდასხმისას შეუძლიათ, კვლავ ქალაქებისკენ ისროლონ რაკეტები. და ეს საშინელებაა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - თქვა ვოლკერმა.

მისი თქმით, უკრაინის არმია ხერსონის რეგიონში „ჩინებულად“ მუშაობს და „დიდ პროგრესსაც“ აღწევს:

„მაგრამ ტერიტორიების დიდი ნაწილი კვლავ რუსეთის მიერ კონტროლდება. და უკრაინელებს დიდი გზა აქვთ გასავლელი, რათა დაიბრუნონ თავიანთი ტერიტორიები, დაამარცხონ რუსული ძალები და აიძულონ რუსეთი, აღიაროს, რომ ის აღარ იქნება უკრაინის ნაწილების მესაკუთრე “.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S