Accentnews.ge
„ოცნება“ 24 ივნისის აქციის კლიპის გამო 3 ტელეარხს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის

„ოცნება“ 24 ივნისის აქციის კლიპის გამო 3 ტელეარხს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის

09/08/2022 10:06:06 საზოგადოება

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" სამ ტელეარხს – "მთავარ არხს", "TV პირველსა" და "ფორმულას" კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. პარტიას მიაჩნია, რომ 24 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციაზე მათ ეთერში განთავსებული ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის იყო.

ვიდეორგოლი 1 წთ და 41 წამი გრძელდება. სარეკლამო რგოლში ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ჩანდნენ, რომელებიც ისმენდნენ და გამოხატავდნენ ბრაზსს მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებებზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

"შინ ევროპისკენ" აქციის ამ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 3 აპრილის ("ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა"), 11 ივნისისა ("ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური") და 22 ივნისის ("ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს") განცხადებების ნაწყვეტები. ასევე იყო "ქართული ოცნების" გენრალური მდივნის კახა კალაძის; ამავე პარტიის ლიდერის გია ვოლსკის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა (ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს) და სხვათა განცხადებების ამონარიდები.

"ვიდეორგოლების შინაარსიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იგი გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება "ქართული ოცნების" და მისი იდეის უარყოფითად ფორმირეას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში ხელის შეშლას. სარეკლამო რგოლი ცხადად ახდენს "ქართული ოცნების" იდენტიფიცირებას კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით. ამასთან, სარეკლამო რგოლი შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტშტი წარმოჩენას მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლჯილი ამონარიდების საფუძველზე, ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას", - წერს საჩივარში ადვოკატი სერგი ჯორბენაძე, რომელსაც პარტიიდან ირაკლი კობახიძის მინდობილობა აქვს ამ დავის წარმოებისთვის.

საჩივრის განსახილველად მოსამზადებელი სხდომა კომუნიკაციების კომისიაში 11 აგვისტოს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

24 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ისინი აპროტესტებდნენ ხელისუფლების გაკეთებულ განცხადებებს და მიიჩნევდნენ, რომ მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამას წინ უსრებდა 23 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელმაც უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S