რა მიზნებით შეიძლება, გამოიყენონ თეირანმა და მოსკოვმა ირანის თანამგზავრი, რომელიც დღეს რუსეთის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა
09/08/2022 09:28:39 მსოფლიო
დღეს რუსეთის რაკეტამ წარმატებით დედამიწის ორბიტაზე ირანის თანამგზავრი წარმატებით გაიყვანა. კერძოდ, დისტანციური ზონდირების თანამგზავრმა სახელწოდებით „ხაიამმა“ რუსეთის რაკეტა „სოიუზის“ საშუალებით აიღო სტარტი ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარე კოსმოდრომ ბაიკონურიდან. სტარტის ვიდეოჩანაწერი რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ გაავრცელა.
დასავლეთში შიშობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, ის უკრაინაში სამხედრო ობიექტების სამეთვალყურეოდ გამოიყენოს.
გასულ კვირაში The Washington Post წერდა აშშ–ის ოფიციალური პირების შეშფოთების შესახებ, რომ რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა კოსმოსის სფეროში არა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება უკრაინაში ომში, არამედ მან შეიძლება, ირანს შეუწყოს ხელი თვალყური ადევნოს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში პოტენციურ საომარ მიზნებს.
თავის მხრივ, ირანი აცხადებს, რომ თანამგზავრს სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულება აქვს და მოემსახურება რადიაციული და ეკოლოგიური ვითარების შესწავლას სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის.
როგორც თეირანში აცხადებენ, არცერთ სხვა ქვეყანას შეუძლია „ხაიმის“ მონაცემებზე წვდომა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ცდილობს ირანთან ურთიერთობების გაღრმავებას. გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თეირანს ეწვია, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი მეორე მოგზაურობა იყო უცხოეთში.


