კაია კალასი: "დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან"
09/08/2022 09:01:05 მსოფლიო
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, "დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან".
მისი თქმით, ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.
"შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. რუსეთთან ავიამიმოსვლა შეჩერებულია. ეს ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ზონის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებზეა (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია - ერთადერთი ხელმისაწვდომი წერტილებია). დროა, რუსეთიდან ტურიზმი შეწყდეს", – აცხადებს კალასი.


