Accentnews.ge
აგვისტოს პირველ კვირაში კორონავირუსი 13 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა

აგვისტოს პირველ კვირაში კორონავირუსი 13 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა

09/08/2022 08:41:49 საზოგადოება

პირველი აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოში კორონავირუსი 12 729 პირს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში ამ ვირუსით გარდაიცვალა 8 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში ჩატარებულია 67 482 ტესტი.

დადებითობის მაჩვენებელი:

  • ბოლო 7 დღის: 16,82%;
  • ბოლო 14 დღის: 16,14%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღემდე ინფიცირების 1 710 749 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 16 877 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S