Reuters - რუსეთი ზოგიერთ თვითმფრინავს შლის, რათა უცხოური წარმოების თვითმფრინავების დარჩენილი ნაწილის ფრენა უზრუნველყოს
09/08/2022 08:32:18 მსოფლიო
რუსული ავიაკომპანიები, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი "აეროფლოტი" ზოგიერთ თვითმფრინავს შლიან, რადგან დასავლეთის სანქციების გამო მათ ახალი ნაწილების ყიდვა საზღვარგარეთ აღარ შეუძლიათ, – იუწყება Reuters ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, რუსეთის მთავრობამ ივნისში ავიაკომპანიებს ურჩია, რომ გამოიყენონ ზოგიერთი თვითმფრინავი ნაწილებისთვის, რათა უზრუნველყონ უცხოური წარმოების თვითმფრინავების დარჩენილი ნაწილის ფრენა მინიმუმ, 2025 წლამდე.
"უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები რუსულ კომპანიებს აღარ აძლევს საშუალებას, იყიდონ სათადარიგო ნაწილები ან გაიარონ ტექნიკური მომსახურება დასავლეთში. ამჟამად ნაწილებად იშლება "Sukhoi Superjet 100" და "Airbus A350", ამ ხომალდებით "აეროფლოტი" ოპერირებდა. "Airbus A350" თითქმის ახალია. რუსეთის საჰაერო ფლოტის უმეტესი ნაწილი შედგება დასავლური წარმოების სამგზავრო თვითმფრინავებისგან", განუცხადა გამოცემას ერთ–ერთმა წყარომ.
როგორც Reuters იუწყება, რუსეთში აწყობილი "Sukhoi Superjets"–ები ასევე დიდად არის დამოკიდებული უცხოურ ნაწილებზე.
"ძრავა უკვე ამოღებულია ერთი "Superjet"–დან, რათა მეორემ გააგრძელოს ფრენა", – აცხადებს გამოცემასთან კიდევ ერთ წყარო.
"თანამედროვე თვითმფრინავების ექსპლუატაციაში შენარჩუნება რუსეთის მაღალგანვითარებული და კომპეტენტური საინჟინრო ბაზისთვისაც კი გამოწვევა იქნება", –აცხადებენ დასავლური წყაროები.
გამოცემის ცნობით, "აეროფლოტის" ფლოტის თითქმის 80% შედგება "Boeings"–ებისა (BA.N) და "Airbuses"–ებისგან (AIR.PA). კომპანიას ჰყავს 134 ერთეული "Boeing" და 146 ერთეული "Airbuses". გარდა ამისა, კომპანიის მფლობელობაშია რუსული წარმოების 80–მდე "Sukhoi Superjet".
"Flightradar24-ის მონაცემებზე დაფუძნებული Reuters-ის გამოთვლების თანახმად, "აეროფლოტის" დაახლოებით 50 თვითმფრინავი - ანუ მისი ფლოტის 15% ივლისის ბოლოდან არ აფრენილა.
Flightradar24-ის მონაცემები აჩვენებს, რომ 7 "Airbus A350"-დან 3 (მათ შორის ერთი, რომელიც ამჟამად ნაწილებად იშლება) დაახლოებით ბოლო სამი თვის განმავლობაში არ აფრენილა", – იუწყება Reuters.
წყაროების თქმით, ნაწილების მიწოდების უზრუნველყოფა ქვეყნებიდან, რომლებმაც არ დაუწესეს სანქციები რუსეთს, ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კომპანიებს აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ეშინიათ მათ წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესების დასავლური მთავრობების მხრიდან.
„თითოეულ ნაწილს აქვს თავისი (უნიკალური) ნომერი და თუ დოკუმენტებს ექნება მითითითება რუსული ავიაკომპანია, როგორც საბოლოო მყიდველი, მაშინ არავინ დათანხმდება მიწოდებას, არც ჩინეთი და არც დუბაი“, - განაცხადა ერთ–ერთმა წყარომ.


