Accentnews.ge
ივლისში რუსეთიდან 156 737 მოქალაქე შემოვიდა

ივლისში რუსეთიდან 156 737 მოქალაქე შემოვიდა

09/08/2022 07:49:39 საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.

ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამი ათასით ჩამორჩება პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემებს.

კერძოდ, 2019 წლის ივლისში 159 063 მოქალაქე ჩამოვიდა რუსეთიდან, 2020-21 წლებში კი, პანდემიის შეზღუდვების გამო, 4 191 და 25 059 ადამიანი.

ამასთან, სულ 2022 წლის ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა. ჯამში, იანვარ-ივლისში კი ქვეყანაში 2 344 329 ტურისტი შემოვიდა.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. შემდეგ მოდიან სომხეთი (ივლისში 103 906) და თურქეთი (ივლისში 95 989 ადამიანი).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S