Accentnews.ge
კრემლში ტრამპისა და ზელენსკისგან მილოცვები არ მიუღიათ

კრემლში ტრამპისა და ზელენსკისგან მილოცვები არ მიუღიათ

08/10/2019 14:07:06 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვლადიმირ პუტინისთვის დაბადების დღე არ მიულოცავთ, ან რაღაც შეფერხებასთან აქვთ საქმე.

„დღის ბოლომდე, მილოცვებს შორის არ მინახავს არანაირი გზავნილი ტრამპისგან ან ზელენსკისგან. ისინი ან არ არის, შესაძლოა, გვიან მოვიდეს ან საერთოდ არ მოვიდეს,“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გუშინ, 7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღე იყო. ის 67 წლის გახდა.

7 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს პუტინისთვის მილოცვების წერილების ავტორების სია, რომელშიც მხოლოდ დსთ-ის ქვეყნებისა და არაღიარებლი რესპიუბლიკების ლიდერები ფიგურირებდნენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S