არესტოვიჩი: "უკრაინის არმიამ ოკუპანტებისგან გაათავისუფლა ხარკოვთან მდებარე ქალაქი დოვგენკე და წინ მიიწევენ იზიუმის მიმართულებით"
09/08/2022 07:09:10 მსოფლიო
უკრაინის არმიამ რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა ხარკოვთან მდებარე ქალაქი დოვგენკე და წინ მიიწევენ იზიუმის მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის არმია უშედეგოდ ცდილობს უკრაინელების მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების ხელახლა დაკავებას:
"სიტუაცია ძალიან საინტერესოა. უკრაინის ძალები წარმატებით მიიწევენ წინ. რუსეთის მცდელობა, დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები წარუმატებელი აღმოჩნდა. შესაძლოა, უკრაინამ რუსული არმია იზიუმთან ალყაში მოაქციოს".


